“საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია Amnesty Internationaly-ის მძიმე ანგარიშს ეხმაურება, სადაც პირდაპირ წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციებზე ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობას იყენებენ.
პატარა ამბობს, რომ “ოცნება” პროტესტის ჩახშობას სწორედ ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობით ცდილობს, რადგან დღეს პროტესტს საქართველოში “ქალების სახე და ხმა აქვს”.
პროტესტს ქალების სახე და ხმა აქვს დღეს საქართველოში და ეს არის ჩვეულებრივი დამაშინებელი მოპყრობა, რომ ამას ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, სხვა ქალებსაც შეეშინდეთ და თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისაგან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევის დიდი ნაწილი გასაჯაროვდა და საზოგადოებამ იცის, რა თქმა უნდა, ქალების მონაწილეობა პროტესტში არ წყდება, პირიქით, არის ძალიან ძლიერი”, – ამბობს ბაია პატარაია.
ჩხრეკისას გაშიშვლება და დამცირება მიუღებელია – “ქართული ოცნების” სისტემას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ამხელენ. Amnesty Internationaly შეშფოთებულია რომ ქალები, რომლებიც უწყევეტი პროტესტის ავანგარდში დგანან, განყოფილებებში ხშირად დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები ხდებიან. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი გენდერულად მოტივირებული ძალადობის შესახებ. შემაშფოთებელ ფაქტებზე უკვე თვეეებია გამოძიების დაწყებას უფლებადამცველები ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.