ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას – სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის შესაძენად უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას. გარდა ამისა, გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებაზეც მუშაობს.
„მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება ომის დანაშაულია – მასიური სამხედრო დანაშაული, რომელსაც უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის შეიარაღებული ძალები სჩადის. ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, – განაცხადა ბორელმა.