ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც რუსულ-ბელორუსული სისტემის კლონია, აუცილებლად დაემხობა – ქადაგიძე

ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც რუსულ-ბელორუსული სისტემის კლონია, აუცილებლად დაემხობა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ  განაცხადა.

მისივე შეფასებით, სისტემის დემონტაჟს ხელს ქვეყნის შიგნით არსებული უწყვეტი პროტესტი და საგარეო წნეხი შეუწყობს. ქადაგიძის თქმით,”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “MEGOBARI ACT”-ის სახით სანქციები უახლოეს მომავალში წამოეწევათ.

გაცილებით უფრო სასტიკი რეჟიმები, ვიდრე ეს რუსული კლოუნადაა, ემხობა და დამხობილა, რადგან არაფერი უფრო ძლიერი არ არის, ვიდრე დიდი სახალხო პროტესტი. ივანიშვილის რეჟიმიც აუცილებლად დაემხობა, რადგან სინამდვილეში მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, იდეოლოგიური ხაზი არ გააჩნიათ. ეს არის სისტემა, რომელიც არის კლონი რუსულ-ბელორუსული სისტემის, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოშიც დაამყარონ. შეიძლება, მოკლე ვადაში მათ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ქვეყნის გარუსება შეუძლებელია. ამის ნიშანია ის პროტესტი, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს. 

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტპატიმრების და ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ ყველაფერს არ ეგუება, შედეგია ის გარე წნეხი, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება რეჟიმს. არავინ იფიქროს, რომ ეს ამ ადამიანებს არ აწუხებთ. რეალური სანქციები კარს არის მომდგარი და აუცილებლად მალე შემოაბიჯებს, იქნება ეს “მეგობარი აქტის” სახით, თუ ევროკავშირში მათი მთლიანად აკრძალვის სახით.” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights