დასანქცირებული რუსი ოლიგარქი მზადაა, IDS BORJOMI-ის აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს

IDS BORJOMI-ის მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს – კომპანიამ სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

IDS BORJOMI აღნიშნავს, რომ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა.

კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირების გამო, ქარხანის მუშაობა რამდენიმე კვირაა შეჩერებულია.

IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share