ნუ აწამებთ პრეზიდენტს! – “ვივა მედთან” აქცია მიმდინარეობს

ნუ აწამებთ პრეზიდენტს –  მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის მოთხოვნით პრეზიდენტის მხდარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები “ვივა მედთან” შეიკრიბნენ. ქუჩაში გამოსული პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ერთკვირიანი კვლევის შედეგები რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პოლონეთის მთავრობაც ითხოვს დაჟინებით, რომ მოხდეს მისი ტრანსფერი პოლონეთში იმიტომ, რომ აქ მას რეაბილიტაციის საშუალება არ ეძლევა. ვითხოვთ შეწყდეს წამება, არაადამიანური მოპყრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიეცეს მას რეაბილიტაციის საშუალება“, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share