ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: “ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი ქვეყანას მართავს თავისი ჯიბის „ინსტიტუტებით“ – მორჩილი პროკურორებით, მორჩილი პოლიციელებით, მორჩილი მოსამართლეებით, მორჩილი ერთპარტიული პარლამენტით.
ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აქამდე პარტიის თავმჯდომარედ მაინც იყო წარმოდგენილი, პარტიიდან და მით უფრო ხელისუფლებიდან ვითომ წავიდა, ახლა კი .
ქვეყანა დღითი დღე, უფრო და უფრო ღრმად ეფლობა სიღატაკეში, კორუფციის ჭაობში, საბოლოოდ იშლება და ნადგურდება სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინიც კი, რომელიც აქამდე ინერციით, ასე თუ ისე კიდევ ფუნქციონირებდა. ჩემს თავს რაც ხდება, იმაზე აღარაფერს ვამბობ – მარაზმის აპოთეოზია, აშკარად და დაუფარავად გამოცხადებულ პოლიტიკურ ნადირობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ქვეყანა კარგა ხანია ჩიხშია შესული, მაგრამ ასევე კარგა ხანია ნაპოვნია გამოსავალი, რომელზეც ჯიუტად უარს ამბობს ხელისუფლება – ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია!
და როდესაც გამოსავალი ერთადერთია, ის აუცილებლად ხდება, ეს მოვლენათა კანონზომიერებაა და მას წინ ვერც ოლიგარქი დაუდგება და ვერც მისი მორჩილთა არმია”.-წერს მელია.