როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს მომღერალი ირმა სოხაძე და რეჟისორი ქეთი დოლიძე. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა.
“მიხარია, რომ ნიკა მელიას დაკავებას მსხვერპლი არ მოჰყვა. ძალიან მომწონს ჩვენი პოლიციელები, რასაც ეგენი ლანძღვას და გინებას იტანენ!.. ძალიან განსხვავდებიან სააკაშვილის პოლიციისგან. როგორც კი გავიგე, რომ პრემიერად ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინეს, მაშინვე ვთქვი, რომ ნიკა მელიას დაიჭერდნენ. კანონი უნდა აღსრულდეს. მელია ხან გააფრთხილეს, ხან გირაო გადაუვადეს, ის კიდევ გამოდიოდა და “ქართული ოცნების” ლიდერებს აღიზიანებდა…”-ასე აფასებს ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას მომღერალი ირმა სოხაძე.
ქეთი დოლიძე: “ძალიან სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი. მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური?! რატომ არ გადაიხადა გირაოს თანხა?! იმიტომ, რომ უნდა, აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს და სააკაშვილს დაეხმაროს რევოლუციის მოწყობაში. ცუდია, რომ სადისტი სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. არც კი ვიცი, რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!.”-ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.