ქეთევან მამალაძე საქართველოს ჩემპიონია – სლოვენიაში კი ევროპა ელოდება

ოზურგეთელი მძლეოსანი ქეთევან მამალაძე  (მწვრთნელი დავით მანთიძე), მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონია,

19 წლის მძლეოსანი საქართველოს ჩემპიონი უკვე დიდებშიც, ამ დღეებში, ბადროს სტყორცნაში, თბილისში გახდა, სადა პირველობას უკვე მესამე წელია არავის უთმობს.

მან ბადრო 41 მეტრსა და 41 საინტემეტრზე ისროლა.

რამდენიმე დღის წინ, მამალაძე, პოლონეთის ღია ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ამ დღეებში კი, ის, სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას:

“ჯერჯერობით მხოლოდ სლოვენიაზე შემიძლია გითხრათ, ჩვენ ბევრი შეჯიბრებები გვაქვს და სხვადასხვა სპორტულ ასპარეზობებზე გვიწევს მონაწილეობის მიღება წლის განმავლობაში, მე საერთაშორისო ასპარეზზე ასაკობრივებში გამოვდივარ, რა თქმა უნდა ჩემი საბოლოო მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა, ვიცი რომ ამისათვის ბევრი შრომა მჭირდება, მარტო ლიცენზიის მოსაპოვებლად, მინიმუმ 20 მეტრით უნდა გავაუმჯობესო შედეგი, რაც ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია, შემდეგ ვნახოთ”

უთხრა “გურიის მოამბეს” ქეთევან მამალაძემ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights