გურიაში თებერვლის სტიქიის შემდეგ მოსახლეობა მეოთხე თვეა შველას უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივებს ყოველი დღის გატარება შიშში უწევთ, ვინაიდან მათ საცხოვრებელ სახლებს დიდთოვლობის შემდეგ აღარც სახურავი და აღარც მყარი კედლები არ აქვს. ავარიული შენობების შეკეთების ნაცვლად გურულებს მერიის თანამშრომლები ე.წ ბრეზენტს სთავაზობენ.
დაზარალებულებს დაპირებებს აძლევენ, რომ დახმარება მალე გამოჩნდება, თუმცა როდის, დღემდე უცნობია. ვითარება კი მძიმდება, სიტუაციას უფრო მეტად აუარესებს ძლიერი წვიმა და ქარი. ადგილობრივებს კი ყოველდღიურ საფრთხესთან გამკლავება ჯერ კიდევ თებერვალში მოხალისეების გაწეული დახმარებით უწევთ.
ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ხალხის დასახმარებლად გამოიყო, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე არაფერი გაკეთებულა, არც კომპენსაციები გაუციათ დაზარალებულებისთვის.
ტვ პირველი