26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაულია – ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე დასწრებისა და შეიარაღებული ძალების ახალი ტექნიკის ნახვის საშუალება ყველას ექნება. თბილისის ცაზე “სუ-25” და მოდერნიზებული ბომბდამშენები გადაიფრენს.
„ევროპისკენ“ – ასეთია წლევანდელი ლოზუნგი. ამასთან, ერთ თვეში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება.
ხვალ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით:
- რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება. გაიმართება სხვადასხვა აქტივობა: შემეცნებითი, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, სივრცეები, ასევე საბავშვო ზონები და ა.შ.
- 12:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და საქართველოს 5 ქალაქში ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
- 17:10 საათზე, გაისმება საქართველოს ჰიმნი- ისტორიული დრო, როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც ჩატარდება.