PACE-ს მომხსენებლები: მოვითხოვთ საქართველოში პოლიტიკური დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

“ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების “პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.

ედიტე ესტრელა და საბინე ჩუდიჩი მოითხოვენ, რომ “დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი არიან”.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერია, რომ “ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად მიმართული დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს”.

”ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“, – განაცხადეს მომხსენებლებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights