რუსეთში მედიკამენტების მწვავე დეფიციტია, დაგეგმილი ოპერაციები გაურკვეველი ვადით გადაიდო – უკრაინული დაზვერვა

სანქციების ფონზე რუსეთში სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტი მწვავდება. ამის გამო გეგმიური ოპერაციები გაურკვეველი ვადით გადაიდება – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინული დაზვერვის მთავარი დირექტორატის ცნობით, მედიკამენტების დეფიციტი იწვევს სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას.

პირად საუბრებში ქირურგები აღიარებენ, რომ წამლების მარაგი მკვეთრად მცირდება, რაც გავლენას ახდენს მთლიან ინდუსტრიაზე. ამავდროულად, მარაგები არ ივსება.

“გეგმიური ოპერაციების დამტკიცებული კალენდარული განრიგი ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს. საჭირო მედიკამენტების მწვავე დეფიციტის გამო, ისინი გაურკვეველი ვადით გადაიდო”, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, რუსეთში დახმარება გაეწევათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონმა უნდა შექმნას მედიკამენტების ხელუხლებელი მარაგი გათვლილი 4 თვეზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share