გურიის მოამბე

ბათუმში, რესტორანში მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა

 – თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი მოკლეს, სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.

მოკლულული, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, მამაკაცს ზურგში 5 ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული.

მათივე ცნობით, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“,- აცხადებენ შსს-ში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights