”რეალურად, ტრამპის გარდა, [რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულებას არავინ ცდილობს. პირიქით, ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას თუ დააკვირდებით, უმრავლესობას ვგულისხმობ, ეს რიტორიკა მთლიანად ომის გახანგრძლივებისკენ არის მომართული. ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს. “დიფსთეითის” ინტერესია, რომ ომი რაც შეიძლება დიდი ხანი გახანგრძლივდეს […]
ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა […] სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს “დიფსთეითისთვის” ძალიან მომგებიანი იქნება – პირველ რიგში, ეს რუსეთის დამატებით დისკრედიტირებას მოახდენს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროპაგანდამ თავისი ძალა არ დაკარგოს. ასევე, რუსეთს მეორე ფრონტი პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა.”