თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად, ვიზუალური გამოსახულების გარეშე ერთვება მიხეილ სააკაშვილი, რაც მესამე პრეზიდეტის პროტესტის მიზეზი გახდა.
გეშინიათ ჩემი დანახვის – რას ნიშნავს დინამიკებში ისმის ჩემი ხმა, მაშინ სასმართლო დარბაზში ჩამოგეცვათ ჩემთვის ტომარა. ეს რა მასხარაობაა, აბუჩად აგდებაა სასამართლო სისტემის. ბატონო მოსამართლე, ძალიან მრცხვენია, რომ ქართულ გვარს ატარებთ, განსაკუთრებით მეგრულს”, – უთხრა სააკაშვილმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.