„სად არის შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს?“ – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

ივანიშვილს მინდა ვკითხო, სად არის შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი?სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე “ოცნების” საარჩევნო ბანერების სკანდალს.

მან საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე სამარცხვინო, ქურდებისა და მოღალატეების ხელისუფლება უწოდა  და პირდაპირ უთხრა, რომ ნგრევა და უბედურება  სწორედ მათ მოაქვთ.

 

„დღეს გვაჩვენებენ პლაკატებს – ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ისტორია საქართველოსი- გვაჩვენებენ პლაკატებს უკრაინაში დანგრეული აუზების და აქ აშენებული აუზების. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა, სად არის დანგრეული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი ? დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი ? ამას რატომ არ აჩვენებენ ? სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს ნამდვილად. თქვენ აჩვენებთ მარტო იმას, რაც იყო ბუჩაში და ანაკლია უფრო მეტად არის განადგურებული და დაბომბილი თქვენ მიერ, ვიდრე იყო ბუჩა. სად არის კაზინოდ ქცეული ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? სად არის იუსტიციის სახლთან დანგრეული ხიდი ? ნგრევა და უბედურება მოგაქვთ თქვენ! სად არის თბილისის შემოვლითი გზა, რუსთავში რა სინდისით ჩადიხართ ? 2014 წელს უნდა დაგვესრულებინა რუსთავში ჩამსვლელი გზატკეცილი და ფული მოიპარეს. ამიტომ ქურდბაცაცების და მოღალატეების ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინო ხელისუფლებასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა – “ქართული ოცნება” საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.

 

პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share