უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება.
ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, კრემლის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
“თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ქართველებს სურთ სანქციების დაწესება რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ მათი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია”, – წერს ანტონ გერაშენკო “ტელეგრამში”