განახლებადი ენერგიის წყაროები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად – პიერ ბიდერმანი, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტი
ბახვი ჰესის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეო ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური პროექტებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზეგავლენის კვლევებს. მანვე მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას. პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას. ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ის საუბრობს განახლებადი ენერგიების (ჰიდროელექტრო სადგურები, მზისა და ქარის სადგურები) როლზე კლიმატის ცვლილების ეპოქაში.
კომენტარი: „განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ასევე მზისა და ქარის სადგურები, კლიმატის ცვლილების ტემპისა და მასშტაბის შესაჩერებლად ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია. მსოფლიოში ყველა სახის ენერგიის წარმოების განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლება რომ შეგვეძლოს, კლიმატის ცვლილებების პრობლემა მყისიერად მოგვარდებოდა. ეს ფაქტია, რადგან განახლებადი ენერგიის სადგურები ძალიან დაბალი მოცულობის ნახშირბადს გამოყოფენ ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან წარმოებებთან შედარებით. მაგალითისთვის, განახლებადი ენერგიის სადგურების, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები, მათი ოპერირების შედეგად გარემოში გამოყოფილი ემისიები, ანუ ე.წ. სათბურის აირები მნიშვნელოვნად ნაკლებია ელექტროენერგიის წარმოების სხვა წყაროებიდან გამომუშავების ობიექტებთან შედარებით. რაც შეეხებათ ინვესტორებს, რომელთაც სურთ განახლებად ენერგიებში ინვესტიციების განხორციელება, ამ შემთხვევაში, ბაზარზე აქტიური ინვესტორები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ენერგიის მიქსში ინვესტირებით, მაგალითად, ჰიდროს, ქარისა და მზის სადგურების კომბინაციით, თუკი, ქვეყნის გეოგრაფია იძლევა ამის საშუალებას. თუმცა, წამყვანი მაინც ჰიდრო სექტორი იქნება, რადგან ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არის უწყვეტი და შესაბამისად მეტად სტაბილური, რაც სხვა ალტერნატივებთან შედარებით უპირატესობად მიიჩნევა“.
⦁ ყველა სახის იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მწვანე ენერგიის წყაროა, რადგან ის არ აფრქვევს საზიანო, ე.წ. სათბურ აირებს ატმოსფეროში, რაც თავისმხრივ კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
⦁ ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება არის სათბური აირების გამოყოფის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური გზა.