ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას, რომელიც დღეის მდგომარეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი აიპია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუს-ის მაღალჩინოსნის მამა, მერაბ ქარჩავა უხელმძღვანელებს.
როგორც ლანჩხუთიდან გვაცნობეს, მერაბ ქარჩავა ყოფილ ხელმძღვანელს, დავით წერეთელს ამ დღეებში ჩაანაცვლებს.
როგორც ლანჩხუთის ადგილობრივ ოპოზიციაში მიიჩნევენ, ყველა საკადრო ცვლილება სუსთან დაკავშირებული პირების მიერ ხდება და ყველა თანამდებობაზე სუს-ის ახლობლები ინიშნებიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავიდან ბოლომდე მმართველი პარტია და სპეცსამსახურები თითქმის გაიგივებულნი არიან ერთმანეთთან და და მათი გარჩევა ერთმანეთისგან ძნელია.