ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანების თემას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპაში პაციენტები სასწრაფო დახმარებას არა სამი საათი, არამედ “სამი დღე და სამი კვირა” ელოდებიან.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, ავადმყოფთა ბევრი რაოდენობის გამო, მსგავსი შეფერხებები ხდება.
“შესაძლოა რაღაც მომენტში და დღის რაღაც სეგმენტებში ესეთი სიტუაცია იყოს, მაგრამ თქვენ კარგად იცით და გადახედეთ იგივე ევროპის მაგალითს, იქ სამი საათი კი არ ელოდებიან, სამი დღე და სამი კვირა ელოდებიან. ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა და ცალკეული შეფერხებები, სამწუხაროდ, როცა ავადმყოფთა ამხელა მასა იმართება, იქნება”,-ამბობს ცერცვაძე.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.