“ზემო სურებში “ბარამიძე ჰესის”პროექტის ავტორი კვლავ შპს “გამა კონსტანტინგია”. კომპანია რომლის მიერ შედგენილი “ბახვი 1″ჰესის პროექტი ახლახანს დაიწუნა სამინისტრომ. ასევე არიან ყველა იმ ჰესის პროექტის ავტორები აჭარაში რომ ჩამოიქცა.
სს ” სუფსა ენერჯი” გეგმავს ჰესისთვის 3 ჰ ტყის მასივის გამოყენებას. სკოპინგის ანგარიშში გაცხადებულია რომ სახელმწიფომ 1.9 ჰ ნაკვეთი უკვე გადასცა კომპანიას სარგებლობაში 49 წლით აღნაგობის უფლებით და დანარჩენი ტერიტორიის გადაცემაც იგეგმება.
სათავე ნაგებობაზე იქნება წყალმომარაგების კაშხალი და მერე მდინარის წყალი გაივლის 4 კლმ მეტს ფოლადის დერივაციულ მილში. მილს 225 მოხვევა აქვს რელიეფის სირთულის გამო.
მილსადენი ხეობის სივიწროვის გამო მოექცევა მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე.
მდინარე ბარამიძის წყალი არაა ჰიდროლოგიურად შესწავლილი და მდინარე სუფსა აქვთ ანალოგიად აღებული. ფაქტიურად წყლის ეკონომიკური ხარჯი ვარაუდზეა.ხოლო მდ.სუფსის ანალოგია ვერ გამოდგება რადგანაც კვლევები ძველია. ჰესის ტურბინებში გადამუშავებულ წყალს მდ.სუფსაში გაუშვებენ.
სეისმოლოგიური რუკის მიხედვით ზემო სურები განეკუთვნება 7 ბალიანი მიწისძვრის ზონას. ხეობა როგორც გურიის ყველა მდინარე გამოირჩევა ღვარცოფებით, წყალმოვარდნებით, ლოდცვენებით.
ტყის მასივში გაიჩეხება კოლხური მუხა, თელადუმა(წითელ წიგნშია შეტანილი),ნაძვნარი, წაბლნარი.
7,8 მგვტ ჰესით გამომუშავებული ელექტროენერგია თურმე ენერგოდამოუკიდებლობასაც მოაგვარებს და ექსპორტშიც წავა. ხოლო ქსელში ჩართვა ჯერ არ არსებული ოზურგეთი-ზოტის გადამცემი ხაზით მოხდება.
ეს სკიპინგიც ისე მიფუჩეჩებულ და დაბურდულია როგორც სხვა დანარჩენი ჰესების გურიაში . შესწავლას ვაგრძელებთ და შენიშვნებსაც გავუგზავნით სამინისტროს. ფაქტი ერთია მდინარის ხეობა დარჩება წყლის გარეშე…გამდიდრდებიან ერთეულები, სურების ეკოსისტემა კი ჩამოიქცევა . 3 წელია ზემო სურები იბრძვის ხეობის გადასარჩენად. გამძლეობა გურულებო!ერთობით ყველაფერს შევძლებთ.
P.S. ინფორმაციებს კვლავ მოგაწვდით”.-ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები ” ავრცელებს.