“თვეში გვიხდიან 200-300 ლარს, ამ დროს ერთი ტომარა ფქვილი ას ლარს უსწორდება” – პროტესტის მეოთხე დღე “გულისტანში

მეოთხე დღეა ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი კომპანია “გულისტანის” თანამშრომლები არიან გაფიცულები. საწარმო სრულად პარალიზებულია. დასაქმებულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დამსაქმებელს ამ დრომდე მათთან შეხვედრა და მოლაპარაკება არ უცდია. გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება: “ძალიან მძიმე სამუშაოა და ხელფასს, რომელიც პირობითად შეადგენს 600-650 ლარს, ვიღებთ 200-300 ლარს. ამ დროს, ერთი ტომარა ფქვილი უსწორდება თითქმის ას ლარს. უფროსობისგან გვინდა კონკრეტული პასუხი მივიღოთ- მოგვემატება თუ არა ხელფასი” – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

გაფიცულები აცხადებენ, რომ ისინი მანამ არ შეწყვეტენ პროტესტს, სანამ საწარმოში მდგომარეობა და მუშახელისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share