გრიგოლეთში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.
როგორც “გურიის მოამბის” კორესპონდენტი იუწყება, ხანძარი ერთი საცხოვრებელი სახლიდან მეზობელ შენობებზე გადავიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო სამაშველო სამსახური შეტყობინების შემოსვლისთანავე გავიდა ადგილზე.
ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 ეკიპაჟი