სწავლას, რომ მოვრჩი და გერმანიიდან დავბრუნდი, სულის მოსათქმელად გურიაში წავედი. ყველა და ყველაფერი შინაური, მონატრებული მქონდა, ბევრი სამეურნეო აზრი მიტრიალებდა თავში, ძალიან მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებია ჩემიანებისთვის, იქაურობას რომ წადგომოდა.
შემოიკრიბებოდენ ჩემს ირგვლივ მეზობლები, ნათესავები მე ვყვებოდი გაუთავებლად.
მოით, აკაციის ტყეები გავაშენოთ, ძვირფასი მერქანი აქვს, ამდენი მიწა ტყუილად ცდება…
– გაჩერდი ერთი ძამა, მაი როის იქნება?!
მოით, შევგუბოთ აი ღელე ტყულა მითქრიალობს და გუუშუათ შით თევზი, გასაყიდად თუ არა ჩვენდა მაინც გვექნება..
-დამეთხუე ერთი თუ კაცი ხარ, მაი როის იქნება?!
სასწაული საწარმო ვნახე ბავარიაში სოიოს გადამამუშავებელი, რა ყოფილა თურმე, მოით, დავთესოთ, მევიწიოთ კარგად მოდის ჩვენთან, ასე მახსოვს..
– რას ჩივი თუიცი შენ ბიჯო?, მაი როის იქნება?!
მოით, კვატიების ფერმა გავაკეთოთ, ამდენი ჭონჭყოა, ბურდღა ბურდღად, კვერცხი კვერცხად და ხორცი ხორცად..
-რას ბჟუტურობ და ჩივი, ნეტა თითონ თუ იცი, მაი როის იქნება?!
გვიმბრას მიაქ გურია, მოით მოვცელოთ, დავაკომპოსტოთ, სასწაული სასუქის გაკეთება შეიძლება ასე მგონია..
– აბდრულია მაი ნენა, მაი როის იქნება?!
ძველებური თათრულა ხაპი რომ მევიყვანოთ ბეური, წაბლივით მშრალი, ყველა იყიდის, არვიცი კაცი ვისაც არ უყვარს და არ ირევა..
-ააა კიდომ ააა, მაი როოის იქნება?!
ჩვენებურ ადესას, რომ ფელამუში გამოსდის ტყუილია, არცერთი არ შეედრება, მოით აბდალა ღვინის კეთებას, ტკბილად შევინახოთ და გავყიდოთ დადუღებული ბადაგი, საფელამუშეთ..
-მაქფერი ჯერემ კაცს არ უთქუამს, მაი როის იქნება?!
დღესაც ძალიან მინდა ყვაოდეს ჩემი გურია, მოსავალიც იმდენი გვქონდეს, სხაგან გაქცევა კი არა აქით გვჭიროდეს სხვისი მოხმობა დასახმარებლად, მარაა ეჰჰჰ, მაი როის იქნება?!