document.body.remove()
გურიის მოამბე

“მიმდინარეობს კურორტის ჩაბეტონება – ნებართვის გამცემი ჩინოვნიკები წილებს იჯიბავენ”

ვინ გასცემს ნებართვებს ამ მშენებლობებზე ბახმაროში?
რატომ სდუმს აჭარა- გურიის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი?
რატომ ხდება ბახმაროს როგორც მთის კურორტის განაშენიანების გენგეგმის უგულველყოფა?
რა კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე?
მედროვე ყვარყვარეები აქ გრიალებენ, სტიქიურად მიმდინარეობს კურორტის ჩაბეტონება. ნებართვის გამცემი ჩინოვნიკები წილებს იჯიბავენ, ხოლო ბახმაროს სახე გაეძრა ამასობაში.
არაფერი დატოვეს ამ ქვეყანაში წაუბილწავი. ხომ შეიძლება ისე განვავითაროთ ან ავაშენოთ არ დავამახინჯოთ, შევუნარჩუნოთ თითოეულ ადგილს ბუნებრივი იერსახე? დავიცვათ ცივილური განაშენიანების სტანდარტები?
კურორტზე ჯერ კიდევ გაუმართავია ელემენტარული ინფრასტრუქტურა და სანიტარული ნორმები.
ფოტოები გუშინდელია და მეგობრის მიერაა გადაღებული ბახმაროდან.
წერს, გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ინფორმაციაში გაჟღერებული განცხადების დასამტკიცენლად, ფოტოებსაც აქვეყნებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights