document.body.remove()
გურიის მოამბე

კალაშნიკოვი-რუსეთის ფედერაციას ქარიშხლიანი პოლიტიკური არეულობა ელის

ცნობილი რუსი იმპერიალისტი, ჟურნალისტი და РОЙ ТВ-ს წამყვანი მაკსიმ კალაშნიკოვი წერს:
🔻“რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე ომს ზღვარს უდებს. დუგინს და მედინსკის რა თქმა უნდა, შეუძლიათ იყბედონ მზადყოფნაზე, რომ იბრძოლებენ კიდევ 10 ან 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს მხოლოდ ბოდვებია. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს.”
🔻“ასევე მესმის ბოდვითი განცხადებები, რომ მალე ომს დავიწყებთ ევროპასთან, რომ ახალ ბირთვული შეიარაღების რბოლას წამოვიწყებთ და არსენალების განახლებაზე 90 ტრილიონ რუბლს დავხარჯავთ.”
🔻“ამის იმედიც არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა მართალია ჯერ კიდევ არ ჩამოშლილა, მაგრამ უკვე ირღვევა. წარუმატებელმა ბლიცკრიგმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ფედერაციას განვითარებისთვის საჭირო 1.2 ტრილიონი დოლარი (თითქმის ასი ტრილიონი რუბლი) წაართვეს, ომი აგრძელებს რესურსების შთანთქმას. შემოერთებულ რეგიონებში ნგრევის აღმოსაფხვრელად ათობით ტრილიონი მაინც იქნება საჭირო.”
🔻” ძალიან მალე მოგვიწევს რთული ამოცანის გადაწყვეტა: როგორ დავაფინანსოთ ძალოვნი სტრუქტურები და სახელმწიფო აპარატი, სულ მცირე, ომამდელ დონემე მაინც, ანდა როგორ ავიცილოთ შეფერხებები პენსიების გაცემისას.”
🔻“რუსეთის ფედერაციას ქარიშხლიანი პოლიტიკური არეულობა ელის. პრინციპში, ეკონომიკის თვალსაზრისით სიტუაცია იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში იყო 1985 წელს, ე.წ. “გარდაქმნის” დაწყების წინ, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით მდგომარეობა 1917 წლის თებერვალის მსგავსია, როდესაც მეფის ხელისუფლება დაემხო.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights