პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიზე სოციალურ ქსელში თავისივე პოსტა აზიარებს, რომელიც გუშინ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაწერა.
იგი ამბობს, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები მინიმუმ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილში – სადაც სხვაობები 2-3%-ს არ აღემატება, მაგრამ ხელისუფლებამ გაიფორმა:
“ისევ ამ აზრზე ვარ: ოპოზიციამ მოიგო არჩევნები მინიმუმ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილში – სადაც სხვაობები 2-3%-ს არ აღემატება, მაგრამ ხელისუფლებამ გაიფორმა. თუ დასავლეთი ამას გაატარებს, ის საქართველოს საბოლოოდ დაკარგავს. P.S. “ოცნების” ამომრჩეველმაც არანაკლები წააგო და ამას საკუთარ თავზე მალე იგრძნობს. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.” – წერს ექსპერტი.