“2019 წელს გააკეთეს ჩვენმა მეზობლებმა, ფაშინიანმა სომხეთში აბსოლუტურად მშვიდობიანად დაამხო რეჟიმი, ამას ჰქვია მშვიდობიანი დამხობა” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არის საქართველოს გამარჯვების დღე და მანამდე ყველამ უნდა გადალახოს ნიჰილიზმი და უიმედობა.
”ვოლსკის განცხადება ემსახურება ერთადერთ რამეს, მათ ესმით ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა და ეს სიტყვა, რომ არ გაიმეოროს სხვამ, სხვამ რომ არ ილაპარაკოს მშვიდობიან რევოლუციაზე ამიტომ ამბობენ, რომ დავიჭერთ ხაბეიშვილს…
4-ში ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდება და დღევანდელი განაჩენები, რაც გამოიტანა ივანიშვილმა, უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ყველა ჯერზე ველოდებით რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი… აღარ დადგა დრო, რომ ჩვენ გამოვუტანოთ განაჩენი ივანიშვილს?..
ეს ქართველ ხალხს ერთხელ უკვე გაუკეთებია და 2019 წელს გააკეთეს ჩვენმა მეზობლებმა, ფაშინიანმა სომხეთში აბსოლუტურად მშვიდობიანად დაამხო რეჟიმი, ამას ჰქვია მშვიდობიანი დამხობა…
ერთი რამე გვაქვს გადასატეხი და ამისთვის ერთი თვე გვაქვს მინიმუმ. დღეიდან ერთი რამე გვაქვს გადასატეხი – უიმედობა, ნიჰილიზმი, მაინც არაფერი არ გამოვა, ყველა ხელებჩამოშვებული უნდა იყოს… 4 ოქტომბერი არის საქართველოს გამარჯვების დღე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.








