”ჩვენი იმედი გქონდეთ. ემიგრანტები ასეთი მობილიზებულები, არასდროს ვყოფილვართ, საკონსულო რეგისტრაციების რიცხვმაც აჩვენა ეს”, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში“ მოდელმა, ნათია მაქაცარიამ განაცხადა.
მაქაცარიას თქმით, “ხალხი არასდროს აგებს, როდესაც ასეთი მობილიზებაა.“
”ვის გახსენდებათ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები გვქონდეს და წაგვეგოს. ხალხი არასდროს არ ვაგებთ, როდესაც გვაქვს ასეთი მობილიზება. რისი იმედი აქვთ არ ვიცი, ალბათ, იმის, რომ გზადაგზა “იხვეწებიან”. ის ავიწყდებათ, რომ ჩვენც “ვიხვეწებით” გზადაგზა.
ასეთი, ხილული “წათრევა”, რუსეთის მიმართულებით, პროტესტს აჩენს, როგორ შეიძლება ადამიანს პროტესტი არ გაგიჩნდეს, როგორ ავიწყდება ამ ხალხს, რუსეთმა რა გვიქნა და რას გვიკეთებს, სხვადასხვა ეტაპზე, და როგორ ცდილობს ჩვენს იზოლაციას, პირველ რიგში, ეს არის უსამართლობის შეგრძნება.
დასავლეთის დემონიზაციას ცდილობენ, არ ვამბობ, რომ ესენი, იდეალური ქვეყნები არიან, ისინიც, სულ, თავის განვითარებაზე ზრუნავენ, მაგრამ როდესაც ასეთი კონტრასტი გაქვს, ქოცებმა ემიგრანტები გამოგვაცხადეს მტრებად, დარწმუნებული ვარ, 80 პროცენტს თუ არა, 60-ს მაინც ემიგრანტი არჩენს, რადგან ის 300 ლარი არ ჰყოფნის, საქართველოში ცხოვრებას, რადგან ასეთი დისბალანსია, შემოსავალსა და გასავალს შორის.
ყველაზე დიდი პროტესტი არის ეს უსამართლობის შეგრძნება, ყველაფერზე როგორ შეიძლება უკუღმა მაჩვენებდე„, – განაცხადა მაქაცარიამ.
მოდელის თქმით, მიუხედავად იმის, რომ ხმის მისაცემად, სან-ფრანსიცკოში უწევს წასვლა, აუცილებლად წავა.
”2 საათი ფრენა მიწევს, ან მანქანით 12 საათი, რომ სიეტლიდან სან-ფრანცისკოში წავიდე, ძალიან დიდი დრო დამეხარჯება, მაგრამ უფლება არ მაქვს, რომ არ წავიდე“, – დასძინა მან.