ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, რუსეთმა 50 სატვირთო ხომალდი დაბლოკა, რომლებიც მზად იყვნენ უკრაინული მარცვლეულის საექსპორტოდ გადასაზიდად.
“რუსეთი კვლავ ბლოკავს 50 ხომალდს სასწრაფოდ საჭირო მარცვლეულით შავ ზღვაში. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს [უკრაინის] ექსპორტის მხარდაჭერას “სოლიდარობის დერეფნების” გასწვრივ, რომლითაც მსოფლიომ მიიღო 25 მილიარდი ტონა მარცვლეული”, – წერს ბორელი.
აშშ-ის ელჩის უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკის ინფორმაციით, 50 გემი ბოსფორსა და შავ ზღვაშია დაბლოკილი და უკრაინის პორტებში ვერ გადადიან.
“რუსეთი ცდილობს ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და შეანელოს საკვების ნაკადი, ნაცვლად იმისა, რომ პატივი სცეს შეთანხმების პირობებს”, – წერს ელჩი.
ორშაბათს, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ბოლო დღეებში მეორედ გამოაცხადა, რომ რუსეთი ბლოკავს უკრაინის სურსათის ექსპორტს, როგორც “მარცვლეულის შეთანხმების” ნაწილი, რათა აიძულოს შეთანხმების სხვა მხარეები, გამოტოვონ ის გემები, რომლებიც მას სურს შემოწმებისთვის.
რუსეთის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.