ევროპის ჩემპიონატის სენსაცია არის საქართველო – აჩი არველაძე

“ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდით, დაახლოებით, ასეთი შეფასება შემიძლია მივცე,” – ასე ეხმაურება ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას.

არველაძის თქმით, “შესაძლებელია, რომ ძალიან გავაწვალოთ ესპანეთი” და ეხმაურება პორტუგალიასთან მატჩს და თვლის, “ევროპის ჩემპიონატის სენსაცია არის საქართველო.”

”ისე ვინერვიულე. მართლა არ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ძალიან პესიმისტი და სულ ყოველთვის ოპტიმისტურად ველოდები ხოლმე სანაკრებო თამაშებს, ფულის სიღრმეში არ მჯეროდა და რომ შევძლებდით, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ვფიქრობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, რომ მეკითხებოდნენ შანსებს, ვიძახდი, რომ 70-30-ზე და ვიძახდი, რომ 30 არ არის პატარა ფეხბურთში, როდესაც შეიძლება, რომ ოდნავ სუსტმა თუ ძალიან სუსტმა გუნდმა გაიმარჯვოს ძლიერ გუნდთან. მთავარი მანდ, მე ვფიქრობ, ის იყო, რომ ჩვენებმა ფაქტობრივად, შეუცდომლად ითამაშეს დაცვაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ასეთი დიდი განსხვავებაა გუნდებს შორის…
ისე დავიღალე თამაშის დროს, ისე ვინერვიულე, რომ თამაში რომ მორჩა არც ყვირილის, არც ხელის აწევის, არც დროშის აწევის თავი არ მქონდა, მთლიანად გამოფიტული ვიყავი, ერთი დიდ რამეს ვგრძნობდი, რომ ისევ ახლიდან უდიდესი სიხარული მთელ საქართველოს ერგო და მიხარია, რომ მეორე დიდი სიხარულის მონაწილეც ვარ, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდით, დაახლოებით, ასეთი შეფასება შემიძლია მივცე… ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო,“ – ამბობს აჩი არჩველაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share