„ისტორიული გამარჯვებაა. ფეხბურთს აქვს სრულიად გამორჩეული მაგია,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ გიორგი კეკელიძე საუბრობს.
კეკელიძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება და ადარებს 1981 წლის გამარჯვებას.
კეკელიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი შემდეგ თამაშებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ “შეიძლება საქართველოს ნაკრებმა მართლა დიდ და მნიშვნელოვან სასწაულს გამოკრას ხელი”.
”მგონია, რომ სიხარულების დატოლება არ არის საუკეთესო სპორტი – მგონია, რომ 26 მარტის სიხარულს საკუთარი კონტექსტი ჰქონდა, 26 ივნისის სიხარულს საკუთარი. მაგრამ მე მგონია, რომ 26 ივნისის სიხარული ემოციური აზრით არის მემკვიდრე 81 წლის სიხარულის ანუ გუცაევის და დარასელიას გოლები და ამ ბიჭებს ეს პასუხისმგებლობაც ჰქონდათ, იმიტომ, რომ მაშინ იმ ხალხს ხმამაღლა არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ საქართველოს წარმოადგენდნენ და ამ ადამიანებს უკვე ეს შეუძლიათ და ეს არის დიდი უპირატესობა,“ – ამბობს გიორგი კეკელიძე.