“ბრალდებებს, თითქოს ევროკავშირი საქართველოს დასჯას ცდილობს ოჯახური ღირებულებების კანონის გამო, ეს უბრალოდ ტყუილია” – ამის შესახებ, დღეს, ევროკომისარმა განაცხადა და “ქართული ოცნება” ტყუილში ამხილა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და მხარს უჭერს მის კულტურასა და იდენტობას.
რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს ევროკავშირი საქართველოს დასჯას ცდილობს ოჯახური ღირებულებების კანონის გამო, ეს უბრალოდ ტყუილია. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და მხარს უჭერს მის კულტურასა და იდენტობას. ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას, ხელშეწყობას და შესრულებას – ამ ღირებულებებს ორივე მხარე უნდა იზიარებდეს. ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას,” – განაცხადა ევროკომისარმა.