ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სარჩელი „ივანიშვილის ფარას“ წინააღმდეგ სტრასბურგში დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა, ოტარ რევიშვილმა მოგვაწოდა. სარჩელის თანაავტორები არიან:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
„საქართველოს ევროპული ორბიტა“
„კანონის უზენაესობის ცენტრი“
„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“
„პუბლიკა“
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მოსარჩელეებს შორისაა „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – რომლის სათაო ოფისი ოზურგეთშია