“მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ადამიანებს ვინც გვამხნევებდნენ, მინდა მადლობა გადავუხადო მედიას. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური მიტაცებული პარლამენტი, პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან შეწყალებით გამოგვიშვა, ეს არის მუხანათური, ბინძური საქციელი, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით იხდიან სასჯელს. ჩვენ გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, რაც არ გამოუვათ. ის რაც ე.წ პრეზიდენტმა გააკეთა არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანებით ვაჭრობა. თუ უახლოეს დღეებში ე.წ პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც იმავე მუხლით არიან დაპატიმრებული, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ლუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას მისი პირადი ინტერესებისთვის.
მიუხედავად იმისა რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა მიზანი არის ერთი, ეს არის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ როდესაც უკვე ვიჯექით ციხეში.” | თქვა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.