„ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოკლან“ – ფადი ასლი მიხეილ სააკაშვილზე

ბიზნესმენი, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მოსაკლავად.

„მიხეილ სააკაშვილს (კორუმპირებულმა) სასამართლოებმა მიუსაჯეს პატიმრობა და არა სიკვდილი! მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის პრეზიდენტმა მას სიკვდილი მიუსაჯეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოკლან“, – წერს ფადი ასლი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share