აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობენ, საქართველოს შესახებ განცადება გააკეთა. “ჩემი საქართველოში ყოფნის წლებში, მაქსიმალურად ვცდილობდი ქართველი ხალხი უფრო ახლოს გამოეცნო. თამამად შემიძლია ვთქვა რომ უფრო პროდასავლური და უფრო პროამერიკელი ხალხი არასოდეს შემხვედრია”, – განაცხადა იან კელიმ.
კონფერენციის სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით ტარდება.
იან კელიმ ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიაზე. როგორც ყოფილმა ელჩმა განაცხადა, ეს პოლიტიკა პარტნიორებს აიძულებს, გადახედოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს:
“ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ კონკრეტული და სპეციფიური იყო. ეს იწყება იმ წუთიდან რაც საქართველომ ევროატლანტიკური კურსი აიღო. ჩვენ ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის მომავალსა და არჩევანს. ამ ყველაფრის ძირითადი კვანძი და მთავარი ნაწილი რუსეთისგან დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფაა.
ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები და დასავლეთისგან ჩამოშორება. ეს შემაშფოთებელია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმა, საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა.
ეს გვაიძულებს , რომ ვიფიქროთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ანტიდასავლური ტრენდი, რომელიც აფერხებს საჭირო რეფორმების განხორციელებას.
უნდა ვეძიოთ გზები, რათა საქართველოს მოსახლეობასა და ამ ქვეყნის კოლექტიურ დასავლეთთან მიერთებას მხარი მაქსიმალურად დავუჭიროთ. უნდა გადავხედოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას ვინც ამ პროცესს ხელს უშლის. საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს გზას უნდა გავუმარტივოთ.
ჩემი საქართველოში ყოფნის წლებში, მაქსიმალურად ვცდილობდი ქართველი ხალხი უფრო ახლოს გამოეცნო. თამამად შემიძლია ვთქვა რომ უფრო პროდასავლური და უფრო პროამერიკელი ხალხი არასოდეს შემხვედრია. საქართველოს მთავრობის მიერ ქართველი ხალხის სასარგებლოდ არასწორი არჩევანის გაკეთება იმედის გაცრუებაა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ქართულ ოცნებას მხარს არ დაუჭერ ომში ჩაერთვები, ან პირიქით – სიცრუეა და ამას წინ უნდა აღვუდგეთ”, – განაცხადა იან კელიმ.
კონფერენციის მონაწილეთა შორის იან კელისა და ანა ფოტიგას გარდა, არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.