“ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა, ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა არ შანტაჟდება, მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე დევს 2 მილიარდი დოლარი, დაანებონ თავი და დაწყნარდნენ, ჯობია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საბანკო სისტემა ჰქონდა შვეიცარიას. სიდიდით მეორე ბანკი იყო „სვის კაპიტალი“ თუ არ ვცდები, ამ ბანკის რეპუტაციაც კი გადავიდა მეორე პლანზე და მეორე თუ მესამეხარისხოვანი გახდა იმ რაღაც ინტერესთან შედარებით, რომელ ინტერესსაც საბოლოო ჯამში მივყავდით საქართველოს ომში ჩაბმისკენ.
თუ მართლა ვიღაცას დასანქცირება უნდა, თავად ამბობს ის ადამიანი თავისი ადვოკატის მეშვეობით, მისი ადვოკატი ასე მგონია, რომ მის გარეშე ასეთ კომენტარს ვერ გააკეთებდა. ადვოკატმა თქვა, რომ პრაქტიკული სანქციებია, რეალურად დასანქცირებულია. თუ შანტაჟის მეთოდად ვიღაც იყენებს სანქციებით მუქარას, ამას ჯობია დასანქცირება, ხალხს მაინც ეტყვი რეალურად ბოლო ბოლო რა მოხდა, რატომ დაასანქცირეს.
მეორე არგუმენტი – შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, სანამ შანტაჟის ფორმა აქვს. რაღაცას რომ ემუქრებიან ადამიანს, ის რაღაც თუ შესრულდა, ამის შემდეგ შანტაჟს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, თუ ვინმეს რამე უნდა, დააწესოს ის სანქცია, თუ ამის თავი აქვთ და დაარქვან ყველაფერს თავის სახელი. მაგრამ ამას რატომ არ აკეთებენ იცით, მე რომ რაღაცით გემუქრებოდეთ, სანამ გემუქრებით, მანამდე შეიძლება ამის შეგეშინდეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა, რომელიც ცდილობს, შანტაჟით და მეორეხარისხოვნობის წარმოჩენით თუნდაც შვეიცარული საბანკო სისტემით, ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა, არ შანტაჟდება, მიუხედავად იმისა, რომ რისკზე და სასწორზე დევს 2 მილიარდი დოლარი. არ დაშანტაჟდა და რაღა უნდა უქნან, დაანებონ თავი და დაწყნარდნენ, ჯობია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.