„იმედია, წლევანდელი ნაძვის ხეც მილიონი დაგვიჯდება, რომ ანოუკიმ საოჯახო ნაძვის ხე ასდოლარიანებით მორთოს..“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე მის ოფისში ისეთი რყევებია, თითქოს შენობა ინგრევა და ამაზე დედაქალაქის მერიას რეაგირება არ აქვს.

”მოკლედ, ასეთი ამბავია:

რუსთაველის 18 ნომერში გვაქვს ოფისი.

ბოლო კვირებია, პერიოდულად ისე აზანზარებს ერთ ფლანგს, იფიქრებ, რომ შენობა ინგრევა.

არანაირი მეტროთი ეს არ აიხსენება (ადრე არასდროს ყოფილა ასეთი რყევები).

ამასობაში, ზედა სართულზეც იყო რემონტი და ქვედაზეც. მგონი სარდაფშიც.

მივმართეთ მერიას.

მივამართეთ ზედამხედველობას.

დავურეკეთ. მივწერეთ კიდეც.

წერილი შეგვაცვლევინეს.

მერე კიდევ. მერე თავიდან მიგვაწერინეს, სხვანაირად.

მაინც არავინ მოდის.

თანამშრომლებს ეშინიათ, თავზე არ დაგვემხოს შენობაო.

მერიაში კი მაინც არავინ იბერტყავს ყურს – ფულის მოჭრის შანსი არაა აქ და რა ინტერესი აქვთ?

სამაგიეროდ, კალაძე შვეიცარიულ ბანკებზე აკეთებს განცხადებებს.

იმედია, წლევანდელი ნაძვის ხეც მილიონი დაგვიჯდება, რომ ანოუკიმ საოჯახო ნაძვის ხე ასდოლარიანებით მორთოს, ჩვენს მერს რომ უყვარს, ისე.

ცისფერი მთებიც არაა – ქოციანობის ჟამის საქართველოა ეს: კორუფციით, აბსურდითა და არაადამიანურობით სავსე.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share