ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ოთხთა ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ თუ დროულად ყურადღებას არ მოაქცევენ ეკლესიის ჭერი შესაძლოა ჩამოინგრეს.
„ოთხთა ეკლესიის ჭერის რღვევა დაწყებულია.
თუ ყურადღება დროზე არ მიექცა, ჩამოინგრევა კიდეც და არამხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურა და მემკვიდრეობა დიდ განძს დაკარგავს.
მე ვფიქრობ, ჩვენმა მთავრობამ თურქ კოლეგებს ძეგლის გადასარჩენად დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ“, – წერს გოგა ჩანადირი.