გურიის მოამბე

“მდინარაძემ კალაძეს ხალხი დაუჭირა” – ლევან ხაბეიშვილი

“მდინარაძემ კალაძეს ხალხი დაუჭირა” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და მელიქიშვილის გამზირზე, ქალებზე მოძალადე 2 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

  • შეგახსენებთ, რომ  დაკავებულები არიან ირაკლი ბუაჩიძე და ზაზა მამალაძე.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მდინარაძე კალაძეს აჩვენებს, რომ “მთავარი კაცია”.

”მდინარაძემ დაიჭირა კალაძის ხალხი, ბოდიში და ფეხებზე კიდია ეს შიდა დაპირისპირება და აჩვენებს ვის აქვს ვლასტი და ვინ არის მაგარი ბიჭი. ანუ ვერ იცავს კალაძე… ეხლა რო დასჭირდა მდინარაძეს აჩვენებს, რომ – აქ მე ვარ მთავარი კაცი – კალაძეს და დაუჭირა ის ორი კაცი. აქეთ ბიძინასაც ასიამოვნა – ბავშვი დავიჭირე ბატონო ბიძინა, აი “რუსული ოცნება”, რომ დაწერა. კალაძისთვის კი არა, თქვენთვის არის სახიფათო. 

აქეთ კალაძეს აჩვენა, რომ მე ვარ ახლა ვლაში, ეს მათი შიდა დაპირისპირების ამბავია,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights