კლინიკა „მედინაში“ 19 მაისს გესტაციის 31-ე კვირას სამი ტყუპი დაიბადა. ევა, მარია, ნია ცეცხლაძეები 1500-1500-ს და 1100 კგ-ს იწონიდნენ.
„ახალშობილებმა ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში 2 თვე გაატარეს. პატარებმა კლინიკა სრულიად ჯანმრთელებმა დატოვეს. გაწერისას ბავშვები იწონიდნენ: მარია- 3130 კგ, ნია – 3140 კგ, ევა – 2980 კგ. ტყუპებს ოჯახში მშობლებთან ერთად 14 წლის და დახვდა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.