გურიის მოამბე

ელოდება თუ არა დაკავებას პაატა ბურჭულაძე- “დიდ შეცდომას დაუშვებენ მეც თუ დამიჭირეს“

ელოდება თუ არა დაკავებას პაატა ბურჭულაძე- მსოფლიო ბანი ამბობს, რომ არ ეშინია და ყველაფრისთვის მზადაა, თუმცა მიიჩნევს, რომ დაჭერები უკვე და გვიანებულია, რადგან საქართველო ფეხზე დგას.

როგორც ბურჭულაძემ  ოცნებას“ ურჩია, “გონს მოეგნენ და ხელისუფლება მშვიდბიანად გადააბარონ ხალხს“.

მე ვიცი რაზედაც მივდიოდი, ამიტომ მზად ვარ ყველაფრისთვის, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, ჩემთვის მთავარია საქართველო გადავარჩინოთ, რაც მთავარია, ამ დაჭერებით უკვე დაიგვიანეს, დღეს მთელი საქართველო ფეხზე დგას, 4-ში გამოვა ყველა და ნახეთ, რა იქნება. დიდ შეცდომას დაუშვებენ მეც თუ დამიჭირეს და კიდევ სხვებსაც, იმიტომ რომ ამათ უმართავი ხალხი მშვიდობიანად ვერ დაასრულებს. ამიტომ, ჯობია ესენი გონზე მოვიდნენ, 4 ოქტომბერი კარგად ჩაგვატარებინონ, ეროვნული კრება კარგად ჩაგვატარებინო, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ, რომ  საქართველო გვეკუთვნის ჩვენ და მშვიდობიანად გადმოვიბარებთ მთავრობას, გამორიცხულია ამათი აქ ყოფნა, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights