ხაბეიშვილის გზავნილი იზოლატორიდან – ადვოკატმა დაკავებული პოლიტიკოსი მოინახულა. როგორც გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ხაბეიშვილს კვლავ იგივე მესიჯი აქვს ყველა ძალოვანის უწყების წარმომადგენელთან და ამბობს, რომ მისი შეთავაზება ჯილდოსტან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.
”მოვინახულე ხაბეიშვილი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის, ის დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდათ, რომ ეს რწმენა გადაედოს ხალხს. ის ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანის უწყების ყველა წარმომადგენელთან- შეთავაზება არის ძალაში, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და არ შეასრულებენ უკანონო დავალებებს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფუილადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები, ბრძოლა ბოლომდე- ეს კი მისი მესიჯი,- განაცხადა კონდახიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ის ყოველგავრი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა დაკავებული, ბრალდება არ არსებობს და ის უკანონოდაა დაკავებული.
დაზიანებები არ აქვს, აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში ძალიან თბილი განწყობაა, დაკავების იზოლატორში, რადგან თვითონ ხვდება, როგორც ძალოვანი წუყების ტანამშრომლები, რომ ასეთი რამ, რომ პოლიტიკოს პოლიტიკური განცხადებების გამო დაეკავებინოთ, ეს კი შეეფითოთ როგორც ქრთამის შეთავაზება ჯერ არ ყოფილა” – განაცხადა კონდახიშვილმა.