პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მათი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს უკანონოდ, რაც განპირობებული იყო რეჟიმის შიშით.
“დღეს, მოღალატე კრიმინალთა რუსულმა ბანდამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აბსურდული ბრალდებით უკანონოდ დააკავა.
რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს.
რეჟიმის ამოცანა ნათელია – მათ სურთ საზოგადოებაში შიშის დათესვა და ახალი რეპრესიული ტალღის აგორება. მათი მიზანია პუტინის პირადი ტყვისა და რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოქმედმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისევე როგორც მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ ხელი აიღოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, უკომპრომისო ბრძოლისგან, რომლის მიზანია საქართველო გავათავისუფლოთ რუსეთის მეხუთე კოლონის მმართველობისგან და კვლავ, დავაყენოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზაზე.
ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, მას არ მიეცა ადვოკატის დაცვით სარგებლობის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება.” – წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს მოსახლეობას გააგრძელონ ბრძოლა და შეუერთდნენ 4 ოქტომბრის აქციას.
“რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ხაზს უსვამდა და მოქალაქეებს რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან მისვლის ნაცვლად, თბილისში, რუსთაველი გამზირზე შეკრებისკენ და ერთად საქართველოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვუწოდებთ, საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად!” – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს.