გურიის მოამბე

23 წლის გოგო სისტემის პირისპირ – სტუდენტი პოლიციელთა მხრიდან ტერორზე და დაცინვაზე საუბრობს

სპეცოპერაცია 23 წლის სტუდენტ გოგონას გურიაში მოუწყვეს. ერთი აქტივისტის დასაკავებლად, პოლიციას სრული მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული. მეგი დიასამიძე ისე აიყვანეს, როგორც ტერორისტი. სამგაზვრო ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, ხელები ზურგს უკან ხელბორკილით შეუკრეს და გურიიდან თბილისის იზოლატორამდე ამ ფორმით ჩამოიყვანეს.

გატაცებიდან, ცხრა საათის განმავლობაში სტუდენტის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

23 წლის სტუდენტი გოგონა კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დასვრის გამო დააკავეს და საჩივარიც შინაგან საქემთა სამინისტროშიც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ახალგაზრდას ედავებიან, რომ თითქოს მან მელიქიშვილზე გამართული საპროტესტო აქციის დროს  კალაძის საარჩევნო ბანერი დასვარა და ამით კალაძის შტაბს ზიანი მიადგა. მას სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით ასამართლებენ, არადა, იურისტები ამბობენ, რომ  ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და სააგიტაციო მასალის დაზიანება 1000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ზაჰესისი იზოლატორში შესახელბული სტუდენტი გოგონა ამ დრომდე ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, ახლა საინტერესოა რასსს გადაწყვეტს მოსამართლე – დაჯარიმებენ მეგი დიასამიძეეს თუ გაუშვებენ რამდენინე წლიან პატიმრობასი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights