საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი და არ უხდება ორმხირივ ურთიერთობის მაღალ დონეს – ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
მისი თქმით, გახარჯვაში მითითებულია, რომ თანხის რეალიზებაში აშშ – ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, რასაც კონკრეტული უარყოფა სჭირდება.
“ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი და არ უხდება ორმხირივ ურთიერთობის მარალ დონეს.
თუკი ფარას ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ- ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ- ის იმიჯსაც რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამერიკის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართულ ოცნებას მხილების სერია მოწყვეს. ცრუ და უპასუხისგმებლო ეს სიტყვები წერია, ამერიკელი დიპლომატების განცხადებაში, რომელთა მოთმინებასაც ივანიშვილის გუნდი უკვე წლებია ცდის. საქმე ეხება სააკაშვილის ლობისტებისა და საელჩოს დიპლომატების ფარულ თანამშორმელობას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულმა ოცნება გაავრცელა. ირკვევა რომ მკაცრი ტონით ლაპარკის მოსმენა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწიათ.