“საქართველოს “ორბანიზაცია” – ეს სკანდალური სტატია ბიბისი-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე გავლენიანმა პორტალმა, რომელსაც მილიონობით ვიზიტორი ჰყავს, თქვა, როგორ არჩია საქართელომ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვიქტორ ორბანი რომელიც ევროპაში ყველაზე ოდიოზური ლიდერად და პუტინის თანამოაზრედ ითვლება, ევროკავშირში საქართველოს პრემიერის მთავრი მოკავშირე გახდა.
ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის, ამ გზაზე პრაქტიკულად მოკავშირე აღარ ყავს. ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ევროპაში იმიჯის გადასარჩენად ვიქტორ ორბანის იმედად არის დარჩენილი. ბიბისის ყურადღების ცენტრში მოექცა ხელისუფლებიის ჰომოფობიური გზავნილებიც უმცირესობების მისამართით.
ტვ პირველი