დანილოვი კადიროვს: სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რამზან კადიროვს მიმართავს, დატოვონ ჩეჩენმა მებრძოლებმა უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ:

“სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ – ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა. თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდა, ისევ ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად დაბრუნდებიან. არ დაგავიწყდეს.” წერს დანილოვი ტვიტერზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share