გურიის მოამბე

“სუს-ი სპეცრაზმს უსმენს, იციან მათი განწყობები, რომ შეიძლება გაემიჯნონ” – გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ  – ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სუს-ს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს სპეცრაზმი უკანონო მოსმენაზე ყავს აყვანილი და კარგად იცის ე.წ. ზეტების, შიდას განწყობების შესახებ.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ძალოვან სისტემაში არსებობს განწყობები, რომ მათ მართლაც გადადგან აღნიშნული ნაბიჯი და გაემიჯნონ, არ მიიღონ მონაწილეობა და არ შეასრულონ ის დავალებები, რომელსაც ივანიშვილის გუნდი გასცემს.

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც, რადგან პროცესმა ბევრად მასშტაბური ხასიათი მიიღო, “ოცნებას” კი ამის შეეშინდა.

”ხელისუფლებას შეეშინდა 4 ოქტომბერს არ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, რადგან ამის ნიშნები ცხადად არსებობდა, ვინაიდან 4 ოქტომბრის ირგვლივ გაერთიანდა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და მეორე, ბუნებრივია, არსებობს განწყობები ძალოვან სისტემაში, რომლებსაც აქვთ ეს ნაბიჯი, რომ გადადგან ეს ნაბიჯი და გაემიჯნონ, არ მიიღონ მონაწილეობა და არ შეასრულონ ის დავალებები,  რაც ნოემბერს-დეკემბერში ჩვენ ვიხილეთ. ბუნებრივია ამაზე ინფორმაცია აქვთ, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური რუსეთს და მოწინააღმდეგეს კი არ უსმენს, უსმენს, თავის მოქალაქეებს და ექნებათ ეს, ე.წ. ზეტებს რასაც ეძახიან- შიდა განწყობები და ამიტომ მოხდა. მე ვვარაუდობდი ლევანის დაკავებას დაახლოებით ალბათ ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ცოტა ადრე მოხსნეს ჭადრაკის დაფიდან, იმიტომ, რომ ამ პროცესმა ძალიან მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამის შეეშინდათ”, – აცხადებს შაიშმელაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გუშინ დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით ძალოვნებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights